ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარე „დიმნას ციხე“, უახლოეს მომავალში, ტურისტებს უმასპინძლებს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა დიმში “დიმნას ციხის” ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „კვირას“ ბაღდათის მერიიდან აცნობეს, სამუშაოები მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ინიციატივით ხორციელდება, რომელსაც ა.(ა). ი.პ. ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების თანამშრომლები ასრულებენ.

„დღეს, გაწმენდითი სამუშაოები მერის პირველმა მოადგილემ, კახა ენუქიძემ კულტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. დასუფთავების შემდეგ, დაგეგმილია “დიმნას ციხის” განათება, რის შემდეგაც ციხე როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც სანახაობრივად ბაღდათის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი გახდება“, – აცხადებენ მერიაში.

“დიმნას ციხე” ერთ-ერთი უძველესი ციხე-კოშკია. იგი ისტორიულ წყაროებში ძველი წელთაღრიცხვით lll საუკუნით თარიღდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები