იმერეთში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა და სახლის სახურავები დააზიანა – დაშავებულია ერთი ადამიანი
იმერეთში ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 42 შეტყობინება შევიდა.
აქედან, ყველაზე მეტი, 13 გამოძახება, ქუთაისში დაფიქსირდა.
ძლიერმა ქარმა რეგიონში 17 სახლის სახურავი და 15 ხე დააზიანა.
ხარაგაულში ტყეში ხის წაქცევის შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა . ძლიერმა ქარმა პრობლემები ქუთაისის აეროპორტსაც შეუქმნა, სადაც მგზავრებს ბარგი რამდენიმე საათის დაგვიანებით მისცეს.