შინაგან საქმეთა სამინისტრო 2019 წელს რეგისტრირებულ დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
კერძოდ კი, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ იმავე მონაკვეთში გასულ წელთან +23.87%-ით მეტია, რაც რიცხობრივად 53-ს შეადგენს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ, გასულ წელთან შედარებით, განახევრებულია – 2018 წლის იანვარში 6 შემთხვევა, ხოლო 2019 წლის ამავე თვეში 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.
უწყების ცნობით, ნარკოტიკული დანაშაული, წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წლის იანვარში +49.34%-თაა გაზრდილი.
გაზრდილია, ასევე, დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ, 2018 წლის იანვარში, ამ მიმართულებით,87 დანაშაული, ხოლო 2019 წლის იანვარში 146 დანაშაული დაფიქსირდა, რაც პროცენტულად +67.82%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე: