“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჩვენ არ გვქონია ისეთი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც მიმართული იქნებოდა საირიგაციო სისტემების გაძლიერებაზე და დღეს ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ”

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჩვენ არ გვქონია ისეთი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, თავისი კაშხლით, რომელიც მიმართული იქნებოდა საირიგაციო სისტემების გაძლიერებაზე და დღეს ჩვენ დავიწყეთ ეს პროექტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კასპში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მდინარე თეძამზე აშენდება კაშხალი, რომლის საშუალებითაც შიდა ქართლში დამატებით 7 000 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მორწყვა გახდება შესაძლებელი და რომლითაც 10 000 მოქალაქე ისარგებლებს.
პრემიერმინისტრმა ისაუბრა კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვა პროექტებზეც. მთავრობის მეთაურის თქმით, სექტემბერში, დასრულდება ახალი სტადიონის მშენებლობა. ამასთან ერთად, მიმდინარეობს ტექნოპარკისა და 200 ახალგაზრდაზე გათვლილი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.
„განათლების სექტორის რეფორმაში, ახალ ეროვნულ იდეაში, რომელიც მე დავაანონსე, პროფესიულ სასწავლებელს განსაკუთრებული როლი აქვს. მე გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ ჩვენ გვექნება ისეთი პროფესიული სასწავლებლები, სადაც ახალგაზრდები დამთავრებისთანავე უზრუნველყოფილები იქნებიან სამსახურითა და ღირსეული ანაზღაურებით. ჩვენ კონკრეტული სპეციალიზაცია მივეცით კასპის მუნიციპალიტეტში მშენებარე პროფესიულ სასწავლებელს და ყველა ახალგაზრდა, რომელიც აქ გაივლის სწავლებას, უზრუნველყოფილი იქნება სამსახურით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები