ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დღეს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, მამუკაშვილების შესახვევიდან ეკლესიამდე მისასვლელ საავტომობილო გზაზე, რკინა-ბეტონის საფარის დაგება დაიწყო.
სამუშაოები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ გოგსაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გია სახამბერიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
„აღნიშნული ტერიტორიის 1100 მ/გზის მონაკვეთზე სანიაღვრეების მოწყობასა და რკინა-ბეტონის საფარის დაგებას ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ამხანაგობა “იმერეთი 2018”-ი უზრუნველყოფს, რომლის ღირებულებაც 349,941 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება“, – აცხადებენ ბაღდათის მერიაში.