ბაღდათის მუნიციპალიტეტში სისხლის გაღების აქცია გაიმართა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის აქციაში “გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე” მონაწილეობა მიიღეს.
როგორც „კვირას“ ბაღდათის მერიიდან აცნობეს, დღესვე, დონორებს, აქციის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდათ შემდეგი ანალიზები: სისხლის ჯგუფი და რეზუსფაქტორი, ჰეპატიტი-C, B, აივ ინფექცია და სიფილისი.
აქცია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები