მტირალას ეროვნულ პარკში „თოკების პარკი“ გაიხსნა

აჭარაში ჩასულ ტურისტებს ახალი ტურისტული ატრაქცია – „თოკების პარკი” დახვდებათ, რომელიც მტირალას ეროვნულ პარკში მოეწყო.
გახსნის ღონიძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე; დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, ვალერიან მჭედლიძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, სულხან ღლონტი დაესწრნენ.
“თოკები პარკის” პირველი ვიზიტორები ნორჩი რეინჯერები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები იყვნენ.
„თოკების პარკი“ წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციასა და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილი იქნება სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება გარემოს დაცვის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ასევე, ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. „თოკების პარკი“ კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო და მასზე 168 000 ლარი დაიხარჯა.
მტირალას ეროვნული პარკი ბათუმიდან 25 კმ-ში მდებარეობს და გამოირჩევა უნიკალური ბიომრავალფეროვნებით. მტირალას ეროვნული პარკის კოლხური ტყეები ნომინირებულია იუნესკო-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები