„ვაშაძე ოჯახური მდგომარეობის მიზეზით სესიებს აცდენს და უკრაინაში მიშასთან ერთად დადის“
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ოპონენტი, კოლეგა გიორგი ვაშაძეს “ცრუპენტელობაში” დაადანაშაულა. კობახიძის განცხადებით, ვაშაძე ოჯახური მდგომარეობის მიზეზით სესიებს აცდენს, თუმცა, უკრაინაში სააკაშვილთან ერთად დადის.
“ვაშაძე დავით საყვარელიძესთან ერთად აცდენს სესიებს და მიზეზად მოაქვს ოჯახური მდგომარეობა. ამბობს, გთხოვთ საპატიოდ ჩამითვალოთ გაცდენა, რადგან ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მოვალო და თურმე, დადის კიევში ბატონ მიშასთან ერთად. განცხადებას რატომ წერს?! – იმიტომ, რომ ხელფასიდან არ დაექვითოს თანხა. სირცხვილია, მატყუარა არ უნდა იყოს დეპუტატი და ოჯახურ პირობებს არ უნდა იშველიებდეს, როცა დაჰყვება სააკაშვილს. ესაა ცრუპენტელობა. რა უნდა ასწავლოს უკრაინელ ხალხს და დეპუტატებს მატყუარა დეპუტატმა?! ცრუპენტელობა არის სირცხვილი!”, – განაცხადა მანანა კობახიძემ გადაცემა „პოლიტიკის დროში“.