ნიკა მელია: თაბუკაშვილის ქუჩაზე სახლის დანგრევა ჩემთვის ძალიან მიუღებელი იყო

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ყოფილ მერს საქმეებს უწუნებს და აცხადებს, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე სახლის დანგრევა ამ ფორმით მისთვის მიუღებელი იყო – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მან  “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” განაცხადა. მისი თქმით, იგი გიგის ადგილზე, რომ ყოფილიყო, “რაღაცეებს ცოტა სხვანაირად გააკეთებდა”.
“ჩვენ აქ გვესწრება ახლა გიგი უგულავა. მე ძალიან ბევრი რამ მომწონდა, დედაქალაქის თვითმმართველობის დონეზე რაც განხორციელდა, მაგრამ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინაიდან ჩამოგვიყალიბდა მეგობრული ურთიერთობა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, მე ვთქვა, რომ ყველაფერი მომწონდა. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები და მე რომ გიგის ადგილზე ვყოფილიყავი, რაღაცეებს ცოტა სხვანაირად გავაკეთებდი და ეს ბუნებრივია”, – აღნიშნა მელიამ.
რას გააკეთებდა სხვანაირად ნიკა მელიამ? ამ კითხვაზე მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ – “მთელი რიგი გადაწყვეტილებები იყო, რასაც გიგი უგულავა თამამ გადაწყვტილებებს ეძახის, უფრო არქიტექტურულ პროექტებს”, – იგი ამ საკითხს უფრო ფრთხილად მოეკიდებოდა და კომპეტენტურ ჯგუფებთან კომუნიკაციას გაზრდიდა.
რაც შეეხება თაბუკაშვილის ქუჩაზე სახლის დანგრევას, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ფორმა, როგორც ეს განხორციელდა, მისთვის ძალიან მიუღებელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები