„ადამიანებს ხელისუფლებიდან არავინ მოუწოდებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუსწორდეს“

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე ბოლო დროს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმის ფაქტებს გამოეხმაურა. როგორც კობახიძემ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ აღნიშნა, ის არანაირ ძალადობას არ ამართლებს და ხელისუფლებიდან ძალადობისკენ არავინ მოუწოდებს.
„ადამიანებს ხელისუფლებიდან არავინ არ უბიძგებს და არ მოუწოდებს –  დახვდით ქუჩაში და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გაუსწორდითო. რა თქმა უნდა, მე არანაირ ძალადობას არ ვამართლებ… არავის მხრიდან და არავის მიმართ. “ნაციონალური მოძრაობა” ხელს იშვერს „ქართული ოცნებისკენ“ და ამბობს, რომ ჩვენ დავნერგეთ სიძულვილის ენა,  ეს მიდგომა არასწორია,  მათ ურჩევნიათ გადახედონ იმ საქმიანობას, რასაც ისინი წლების განმავლობაში ეწეოდნენ  “, –  განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები