მამუკა ბახტაძე და იენს სტოლტენბერგი “ნატო-საქართველოს სწავლება 2019”-ის მიმდინარეობას გაეცნენ

საქართველოს პრემიემინისტრი, მამუკა ბახტაძე ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად „ნატო-საქართველოს სწავლება 2019″-ის მიმდინარეობას გაეცნო.
მთავრობის მეთაური და ნატოს გენერალური მდივანი „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში” (JTEC) იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილის, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავასგან სწავლების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
მამუკა ბახტაძე და იენს სტოლტენბერგი მრავალეროვნულ ბრიგადასაც ესტუმრნენ, სადაც სასწავლო აუდიტორიის დანიშნულებისა და მიზნების შესახებ გაცნობითი ბრიფინგი მოისმინეს.
საქართველოს პრემიერმინისტრი და ნატოს გენერალური მდივანი, ასევე, შეხვდნენ საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს და მათ თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.
სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში, რომელსაც JTEC-ი 18-29 მარტს მასპინძლობს, 350-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი მონაწილეობს. „ნატო-საქართველოს სწავლება 2019″ პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობით, რომელიც საქართველოს, ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები