უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის გამოძიება განაახლა

უკრაინის პროკურატურამ საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის გამოძიება განაახლა. ამის შესახებ პირველი არხი წერს.

საუბარია სააკაშვილის მხრიდან ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაზე.

შეგახსენებთ, სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამოძიება 2018 წლის 6 მარტს შეწყდა. საქმის გამოძიების განახლების მიზეზი საგამოძიებო და პროცესული ღონისძიებების ჩატარებაა.

თავად სააკაშვილის თქმით,  უკრაინის პროკურატურამ საქმის განახლება იმის გამო გადაწყვიტა, რომ მან პირველ აპრილს უკრაინაში დაბრუნების შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები