ირაკლი ღარიბაშვილმა მცხეთის კულტურის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მცხეთის კულტურის სახლის მშენებლობა დაათვალიერა და საგურამოს მრავალფუნქციური გასართობ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.
მუზეუმის შენობა, რომელიც ქალაქ-მუზეუმ მცხეთას გააჩნდა, წინა ხელისუფლებამ გაყიდა და ექსპონატები სავალალო მდგომარეობაშია დარჩენილი,- ამგვარი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუდნაძემ.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მცხეთის კულტურის სახლის მშენებლობის პირველი ეტაპი წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 169 000 ლარს შეადგენს, ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. რაც შეეხება საგურამოს გასართობ-გამაჯანსაღებელი კომპლექსს, იგი 4 წელიწადში დასრულდება და 35-მდე ადამიანს დაასაქმებს. პროექტის ღირებულება 4 210 ათასი ლარია და ის, კომპლექსის მშენებლობასთან ერთად მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=MLUKwgeVzN4&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები