თეა წულუკიანი: 700-ზე მეტი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ, 2008 წელს, სწორედ რუსეთი დაესხა საქართველოს თავს

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის აგვისტოს ომზეც ისაუბრა. მან მტკიცებულებების ნაწილი დაასახელა, რომლითაც დასტურდება, რომ, იმ პერიოდში, საქართველოს რუსეთი დაესხა თავს. “მტკიცებულებები, რომლითაც ჩვენ ვამტკიცებთ დოკუმენტურად და არა პოლიტიკური განცხადებების დონეზე, რომ სწორედ რუსეთი დაესხა საქართველოს თავს, 700-ზე მეტია; მათ შორის – ვიდეო და ფოტო მასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, განაღმვის ანგარიშები და სხვა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
​მინისტრი იმედოვნებს, რომ სტრასბურგი რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე საქართველოს სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას. ​ცნობისათვის, თეა წულუკიანს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები