თეა წულუკიანი: საჯარო რეესტრისთვის შენდება უზარმაზარი ინფრასტრუქტურა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ისაუბრა.
„საჯარო რეესტრი, რომელიც დღეს ეგრეთ წოდებულ „ვარანცოვისა” და მარჯანიშვილის საბჭოურ შენობებშია განთავსებული, გაისად გადავა იუსტიციის სამინისტროს მეზობლად, შენდება უზარმაზარი ინფრასტრუქტურა. აქვე, დაიდებს ბინას ჩვენივე სსიპი “სმარტ ლოჯიქი”, რომელიც IT ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი სტრუქტურა გახლავთ. ეს არის საკმაოდ დიდი ინვესტიცია, რაც მნიშვნელოვანია ასევე სხვა მხრივაც”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები