წულუკიანი ბოკერიას: ამორგეთ ტელეფონიდან თავი და მომისმინეთ, როცა აგვისტოს ომზე ვლაპარაკობ (ვიდეო)

„ბატონო გიგა, თქვენ ტელეფონში გაქვთ თავი ჩარგული. ამორგეთ ეს თავი და მომისმინეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ“, – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს, გიგა ბოკერიას.
ამ წუთებში, იუსტიციის მინისტრს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.
”მე თქვენზე, ბატონო გიგა, დროს მერე დავხარჯავ. ეჭვი გაქვთ, ალბათ, რომ უპასუხოდ არ დაგტოვებთ. გავაგრძელებ იმით, რომ ჩვენი ქვეყნისა და თქვენთვისაც, ალბათ, სასიცოცხლო დავაზე – აგვისტოს ომის საკითხზე ვაგრძელებთ დავას სტრასბურის სასამართლოში. თუმცა, ეს თქვენ არ გაინტერესებთ იმიტომ, რომ აგვისტოს ომზე ვლაპარაკობ და თქვენ ტელეფონში გაქვთ თავი ჩარგული. ამორგეთ ეს თავი და მომისმინეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ”, – მიმართა წულუკიანმა ბოკერიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები