ირაკლი კობახიძე ადა მარშანიას: შეძახილების შემდეგ “ნაციონალებს“ მაინც ნუ ჩაუპაჭუნებთ თვალს

“წარმატებას გისურვებთ “ნაციონალებთან“ გაერთიანებაში, რაც დააანონსეთ“, – ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ადა მარშანიას მიმართა. ადა მარშანია “საერთო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტზე ანრი ოხანაშვილის გამოსვლას აპროტესტებდა. “შეძახილების შემდეგ “ნაციონალებს“ მაინც ნუ ჩაუპაჭუნებთ თვალს – ბატონ რომანსა და ნიკას რომ ჩაუპაჭუნეთ თვალი“, – მიმართა კობახიძემ მარშანიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები