თეა წულუკიანი პარლამენტში მივიდა

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, “მინისტრის საათის” ფარგლებში, პარლამენტში მივიდა. ის დეპუტატების წინაშე მოხსენებით რამდენიმე წუთში წარდგება.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობას მინისტრთან მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ექნება კითხვები.
როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ახალი რეგლამენტის ფარგლებში, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. იუსტიციის მინისტრის მიმართ კითხვები საპარლამენტო ოპოზიციასაც ექნება. მათი კითხვები სასამართლო ხელისუფლების რეფორმასა და გახმაურებულ სამართლებრივ საქმეებს შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები