შსს-მ ყოფილი სიძის მკვლელი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ – საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1944 წელს დაბადებული ზარი ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 29 იანვარს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ყოფილ სიძეს – კარლო სულავას დანით გულმკერდის და ფეხის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სულავა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ზარი ბ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები