დიდ დიღომში ხანძარი ლოკალიზებულია – სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ადგილზე რჩება

დიდ დიღომში ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს. ადგილზე კვლავ რჩება 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, რომელიც ხანძრის ცალკეული კერების ჩაქრობას ცდილობს. მეხანძრე-მაშველების მიერ შენობიდან გამოყვანილია 1 ადამიანი. საბურთალოს გამგებლის გაიოზ ვასაძის თქმით, დაშავებული ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.
ამ დროის ინფორმაციით, დამწვარია „ტექნოლუქსის“ საწყობის 1 800 კვ/მ ფართობი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
შსს-მ მომხდარი ფაქტის გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები