ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი ართულებს – რა ვითარებაა დიღომში

დიდ დიღომში, „ტექნოლუქსის“ საწყობში გაჩენილ ცეცხლს 20 ზე მეტი სახამძრო-სამაშველო ჯგუფი ებრძვის.
უკანასკნელი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაზიანებებიერთმა ადამიანმა მიიღო, რომელიც ცეცხლის გაჩენის დროს შენობაში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მისი გადარჩენა მეხანძრეებმა შეძლეს.
ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი ართულებს. ამ დროის ინფორმაციით დამწვარია  1800 კვ/მ ფართობი. სამართალდამცველებს უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილი აქვთ მიმდებარე პერიმეტრი. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლებიც.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები