ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე ტუნაძეებისა და ქურდულის მოსახლეობას შეხვდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე ტუნაძეებისა და ქურდულის მოსახლეობას შეხვდა და სოფლებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
როგორც “კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შეხვედრაზე მოსახლეობამ სოფლებში არსებული პრობლემური საკითხების მოგვარებაში მუნიციპალიტეტის პირველ პირს დახმარება სთხოვა. ვახტანგ ბერიძემ მოსახლეობას, შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარებას დაჰპირდა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლებიც მიმდინარე წელს განხორციელდება, როგორც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასევე, კონკრეტულად, აღნიშნულ სოფლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები