ბაღმარანის გზის მშენებლობა დაიწყო – სახელმწიფო რწმუნებული პროცესს ადგილობრივებთან ერთად გაეცნო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღმარანში საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესი დაიწყო. სოფელს ასფალტის საავტომობილო გზა არასდროს ჰქონია.
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო პროცესს ადგილზე სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან, გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივებს პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სოფლის სხვა საჭიროებების ეტაპობრივ მოგვარებასაც დაჰპირდა.
ბაღმარანის ახალი საავტომობილო გზის სიგრძე 4,8 კილომეტრს შეადგენს, ასფალტის საფარის დაგებასთან ერთად გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების მოწყობა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1,6 მილიონ ლარს შეადგენს.
გზა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით შენდება.
გზის მშენებლობის პირობა ადგილობრივებს სახელმწიფო რწმუნებულმა წინა ვიზიტის დროს მისცა.