“რუსები ჩვენი მტრები იყვნენ, არიან და იქნებიან, სანამ არ აღიგვებიან პირისაგან მიწისა!”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, უჩა კანდელაკი საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მთავრობის, სუს-ის, პოლიციის და ჯარის ლანძღვის და კრიტიკისგან. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, რუსებს ქართული სახელმწიფო ეზიზღებათ, იმისდა მიუხედავად, როგორი ხელისუფლება ეყოლება ქვეყანას.
“დღეს, ძალიან გთხოვთ ყველას, თავი შევიკავოთ მთავრობის, სუს-ის, პოლიციის და ჯარის ლანძღვის და კრიტიკისგან, ვერ წარმოიდგენთ, რა საშიშ ზღვარზე ვართ, არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ რუსეთმა ყველა მთავრობის დროს ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ, გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, მათთვის სულერთია ვინ არის ხელისუფლებაში, პრო-დასავლური მთავრობა, პრორუსული თუ პრო პრო პრო…მათ ეზიზღებათ ქართული სახელმწიფო, ისინი ჩვენი მტრები იყვნენ, არიან და იქნებიან იქამდე, სანამ არ აღიგვებიან პირისაგან მიწისა! ყველას გთხოვთ დავდგეთ დღეს სახელმწიფოს გვერდით, ოპოზიციაც, პოზიციაც და ყველა, გავამხნევოთ პოლიცია, სუს-ი, ჯარი და მთავრობა!!! ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა!
პ.ს. როდესაც ყველაფერი ჩაივლის, გაათმაგებულად მოვთხოვოთ მთავრობას და ყველა შესაბამის უწყებას, ჩაგვაბაროს ანგარიში ხალხს, ვაკრიტიკოთ და სისხლი გავუშროთ, ოღონდ დღეს – არა!”-წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
ცნობისათვის, სოცქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი, განცხადება გაავრცელა სუს-მა. სადაც ნათქვამია, რომ უწყება ამ ეტაპზე არ ადასტურებს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები