მამუკა მდინარაძე: შემუშავდა გენგეგმა, რომელიც დედაქალაქის განაშენიანებას სწორ მიმართულებას მისცემს

ხანგრძლივი და რთული მუშაობის შედეგად, შემუშავდა იმგვარი გენერალური გეგმა, რომელიც ცალსახად სწორ მიმართულებას მისცემს დედაქალაქის განაშენიანებას, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქს აქვს ახალი შესაძლებლობა, გაცილებით უკეთ განვითარდეს.
“დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედაქალაქს აქვს ახალი შესაძლებლობა, განვითარდეს გაცილებით უკეთ. ხანგრძლივი და რთული მუშაობის შედეგად, შემუშავდა იმგვარი გენერალური გეგმა, რომელიც ცალსახად სწორ მიმართულებას მისცემს დედაქალაქის განაშენიანებას. დროთა განმავლობაში ჩვენ მივიღებთ არა მხოლოდ სწორ სამშენებლო რეგულაციებს, არამედ ერთიანი იერსახის ფარგლებში განაშენიანებულ დედაქალაქს. რა თქმა უნდა, გენერალური გეგმა თბილისის და თბილისელების ინტერესებზეა მორგებული, რომლის მიხედვითაც, მწვანე სივრცეების რაოდენობა 4 მილიონი კვადრატული მეტრით იზრდება. აქაც გაჩნდნენ ადამიანები, ძირითადად, ნაციონალური მოძრაობიდან, რომლებიც ტყუილებით ცდილობენ დააკნინონ ამ ამბის მნიშვნელობა, მაგრამ ერთია კომენტარი, თან ტყუილზე აგებული და მეორეა რა წერია დოკუმენტში, რომელიც დამატებითი და მძლავრი ბერკეტია, რომ ქალაქის მათ მიერ დამახინჯებული იერსახე თვისობრივად გამოსწორდეს”, – განაცხადა მდინარაძემ.
თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის პროექტს მხარი დაუჭირეს. მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში შესატან ცვლილებებსაც. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა აგებულია ოთხ ძირითად პრინციპზე – მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები