ოხანაშვილი ბესელიას: დაჩქარებულად ასეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტები არ უნდა განვიხილოთ

“მიგვითითოს ვინმემ ნორმა, რომელი ნორმაც ირღვევა და სად ვჩქარობთ. რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით მიმდინარეობს განხილვა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას, რომელმაც მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე საკუთარი კანონპროექტის შაბათ დღეს განხილვაზე უარი თქვა. მისივე თქმით, მნიშვნელოვან კანონპროექტზე მუშაობისას დაჩქარებულად არ უნდა მოხდეს მისი განხილვა.
“თუ კონკრეტული დეპუტატი კანონპროექტს წერს, მას იმის უნარიც უნდა ჰქონდეს, წარადგინოს წამყვან კომიტეტზე და დაასაბუთოს თავისი პოზიცია. თუ ვინმეს მუშაობა ეზარება, ეს მისი პრობლემაა. რაც შეეხება შაბათს სხდომის დანიშვნას, შაბათ დღეს კი არა, კვირასაც აქვს კომიტეტის სხდომა ჩატარებული ქალბატონ ეკას. შეგიძლიათ, სტატისტიკა იურიდიული კომიტეტიდან გამოითხოვოთ.
დაჩქარებულად არცერთი კანონპროექტი არ უნდა განვიხილოთ, როდესაც არის ასეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტები. შესაბამისად, ყველა პროცედურის დაცვით მიმდინარეობს კანონპროექტების განხილვა. მიგვითითოს ვინმემ ნორმა, რომელი ნორმა ირღვევა და სად ვჩქარობთ. რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით მიმდინარეობს განხილვა. მას თუ მიაჩნდა, რომ ეს არის პრობლემა, რატომ გამოცხადდა მაშინ დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე და რატომ წარმოადგინა კანონპროექტი”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისათვის, პარლამენტის წევრი ეკა ბესელია არ აპირებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ მის მიერ მომზადებული კანონპროექტი ხვალ, შაბათ დღეს ჩანიშნულ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაიტანოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები