არჩილ თალაკვაძე: ყველაზე რთული საქმე, რომ მომავალი დავგეგმოთ, გაკეთდა – თბილისის გენგეგმა მზად არის

“კახა კალაძე პირობას ასრულებს! უკვე ყველა მოქალაქეს ექნება სწორი ინფორმაცია – როგორი იქნება დედაქალაქი და უბანი, სადაც თვითონ ცხოვრობს, ხვალ, ზეგ და წლების შემდეგაც”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დედაქალაქის გენგეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ყველაზე რთული საქმე, რომ მომავალი დავგეგმოთ გაკეთდა – თბილისის გენერალური გეგმა მზად არის. ვულოცავ თბილისის მერიას და საკრებულოს – დიდი სამუშაო გასწიეს და პროცესი ბოლომდე მიიყვანეს. კახა კალაძე პირობას ასრულებს! უკვე ყველა მოქალაქეს ექნება სწორი ინფორმაცია – როგორი იქნება დედაქალაქი და უბანი, სადაც თვითონ ცხოვრობს, ხვალ, ზეგ და წლების შემდეგაც. გენერალური გეგმის მიღება რომ სწორი და წარმატებული გადაწყვეტილებაა, ამაზე დამატებით კიდევ ერთი გარემოება მიუთითებს: საკრებულოში ზოგიერთი ანტიყველაფრისტი ხმამაღლა აპროტესტებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.
თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის პროექტს მხარი დაუჭირეს.
მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში შესატან ცვლილებებსაც.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა აგებულია ოთხ ძირითად პრინციპზე – მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები