ეკა ბესელია: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომა სამუშაო დღეს უნდა დანიშნოს და ვენეციის კომისიას დაელოდოს

დეპუტატმა ეკა ბესელიამ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე ის გარემოება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, წამყვანი კომიტეტის სხდომა ხვალ გაიმართება. მისი შეფასებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომა სამუშაო დღეს უნდა დანიშნოს და ვენეციის კომისიას დაელოდოს.
„პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კეთილი ინებოს, სხდომა სამუშაო დღეს დანიშნოს და ვენეციის კომისიას დაელოდოს. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად ჩანს. ეს არის საკითხი, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა, ნუ გავაუბრალოებთ იმას, რაც ხდება. კომიტეტები სერიოზულად უნდა მოემზადოს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე.ცნობი
სთვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, ეკა ბესელიას და ასევე ირაკლი კობახიძის კანონპროექტების ინიცირება ბიუროს 11 მარტის სხდომაზე მოხდა. პროექტებს დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იხილავს, ხვალ კი განხილვა დაგეგმილია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები