ბაღდათის მუნიციპალიტეტში თოჯინების თეატრმა ფუნქციონირება დაიწყო
დღეიდან, ბაღდათის მუნიციპალიტეტში თოჯინების თეატრმა ფუნქციონირება დაიწყო. ბაღდათის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ა.(ა).ი.პ. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან არსებულმა თოჯინების თეატრმა გერნეტი გურევიჩის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „ბატის ჭუკის“ ჩვენება გამართა.
როგორც ბაღდათის მერიაში აცხადებენ, ბაღდათში თოჯინების თეატრს, ბაღდათის სახალხო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – პავლე აბულაძე უხელმძღვანელებს.
„თოჯინების წარმოდგენას პატარებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. სპექტაკლის რეჟისორი ქუთაისის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჩიძე, ხოლო მხატვარი – ხათუნა თევზაძეა. სპექტაკლი მოყვარულმა მსახიობებმა, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს“,- აცხადებენ მერიაში.
ცნობისთვის, „ბატის ჭუკის“ პრემიერა უახლოეს მომავალში გაიმართება.