ხურვალეთში ვითარების გასარკვევად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შევიდა

არსებული ინფორმაციით, ხურვალეთში რუსი სამხედროების გადაადგილება შეიმჩნევა. ვითარების გასარკვევად ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შევიდა.
როგორც “იმედის” ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, პოლიციას დაკეტილი აქვს ხურვალეთში შესასვლელი გზა და გადაადგილების საშუალებას არავის აძლევს. მათი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების გამო მიიღეს.
25 მარტს საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩამოდის. მანამდე რუსეთის ოფიციალური პირებისგან მუქარის შემცველი განცხადებები გავრცელდა. კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრაღაში კარასინი-აბაშიძის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოს უსიამოვნო მოულოდნელობები ელის. საქართველო-ნატოს თანამშრომლობას მუქარა მოჰყვა რუსეთის თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსგანაც, რომელმაც საპასუხო ნაბიჯების გადადგმის პირობა დადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები