სუს-ი ხურვალეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხურვალეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.
საოკუპაციო ძალების მხრიდან განხირციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა დავით ქაცარავამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები