ირაკლი კობახიძე ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის გენერალურ მდივანს, კარლჰაინც კოპფს და მის თანხმლებ დელეგაციას შეხვდა.
საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები იყო. ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და ლოჯისტიკის ცენტრად ჩამოყალიბების პერსპექტივებზე.
კარლჰაინც კოპფის შეფასებით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტორებისთვის და ამას ადასტურებს ქვეყნით ავსტრიელი ბიზნესმენების მზარდი დაინტერესება.
შეხვედრას ესწრებოდა ავსტრიული კომპანია „გებრუდერ ვაისის” აღმასრულებელი დირექტორი, ვოლფრამ ზენგერ-ვაისი, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს, მოქნილი კანონმდებლობისა და ინვესტორებისთვის შექმნილი დაცული გარემოს მეშვეობით, შესაძლებლობა აქვს რეგიონში ლოჯისტიკურ ჰაბად გადაიქცეს.
კარლჰაინც კოპფმა, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი და ეროვნული საბჭოს საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეა, ირაკლი კობახიძეს ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებებისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები