ირაკლი სესიაშვილი: ოპონენტებმა „დედოვშჩინაზე“ საუბარისას საკუთარ წარსულში ჩაიხედონ

“ჯარში „დედოვშჩინაზე“ და სისტემურ პრობლემებზე საუბარი მიუღებელია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
როგორც მან „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას აღნიშნა, მათი ხელისუფლების პირობებში მაქსიმალურად დაცული იქნება ადამიანის უფლებები.
„გამოძიების დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ცუდი ფაქტი მოხდა. სამინისტრომ დროულად მოახდინა რეაგირება, ეს ასეც იქნება ყოველთვის. ჯარში „დედოვშჩინაზე“ და სისტემურ პრობლემებზე საუბარი მიუღებელია. თავადაც ძალიან კარგად იციან, რომ ასე არ არის და ჯობია, საკუთარ წარსულში ჩაიხედონ. ამ ქვეყანაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები მაქსიმალურად დაიცავენ ადამიანის უფლებებს, მათ შორის, ბუნებრივია, ჩვენი ჯარისკაცების უფლებებს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
​შეგახსენებთ, რომ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ახალწვეულებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაზეც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში საქმე აღიძრა. დღეს სამხედრო პოლიციამ „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები