ვახტანგ ბერიძე ირემაძეებსა და ქვემო ვაშლოვანში იმყოფებოდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
როგორც „კვირას“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დღეს ვახტანგ ბერიძე ირემაძეებისა და ქვემო ვაშლოვანის მოსახლეობას შეხვდა.
„მოსახლეობამ ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურისა და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგების საკითხი დააყენა. ვახტანგ ბერიძემ მათ შესაძლებლობის ფარგლებში პრობლემის მოგვარებას დაპირდა“,- აცხადებენ მერიაში.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები