ბანძა–ვედიდკარი–მუხურჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტში ბანძა–ვედიდკარი–მუხურჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ „კვირას“ მარტვილის მერიიდან აცნობეს.
„პროექტის ფარგლებში დაიგება 5 953 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს ხელოვნური ნაგებობების, ეზოს შესასვლელებში და მიერთებებზე ლითონის მილების მოწყობას. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ დაათვალიერა“,- აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 1 433 820 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს „არქეოპოლისი“ ასრულებს.
ბანძა–ვედიდკარი–მუხურჩის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები