ვახტანგ ბერიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე წაბლიანის, წაბლანისა და ჭერის მოსახლეობას შეხვდა და სოფლებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
„შეხვედრაზე მოსახლეობამ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხები გააჟღერა და არსებული პრობლემური საკითხების მოგვარებაში მუნიციპალიტეტის პირველ პირს დახმარება სთხოვა. შეხვედრისას, ვახტანგ ბერიძემ მოსახლეობას გააცნო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მიმდინარე წელს განხორციელდება როგორც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასევე კონკრეტულად აღნიშნულ სოფელებში“,- აცხადებენ ხულოს მუნიცპალიტეტის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები