ოზურგეთში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

გურიაში, ოზურგეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ.
დაშავებულები მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა, მოტოციკლისტი დაიღუპა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები