„ვალეში“, საფრანგეთის მოქალაქეს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოუჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში “ვალე“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
„საფრანგეთის მოქალაქეს დ.ბ.-ს, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (74 აბი) აღმოაჩნდა, რომელიც ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, ბარგის დათვალიერების შედეგად იპოვეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. გამოძიება საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს,“,- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები