მოპარული მაგნიტოფონი და სარკეები – გორში, წუხელ 5 ავტომობილი გაქურდეს

გორში, სადგურის დასახლებაში ერთ ღამეში 5 მანქანა გაქურდეს. ფაქტი ერთ-ერთ სახელოსნოში მოხდა.
როგორც ცნობილია, წაღებულია ავტომობილის გარე სარკეები, საბურავების დისკები და მაგნიტოფონი.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლმადე პატიმრობას ითვალისწინებს.
შემთხვევა, გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები