ჩხუბი საბერძნეთის ციხეში ქართველების მონაწილეობით – არის მსხვერპლი

საბერძნეთის ციხეში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რვა კი დაშავებულია.
ჩხუბი ათენის ციხე “კორიდალოსის” ფსიქიატრიულ განყოფილებაში მოხდა. დაღუპულს ბასრი საგნით მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა “ნეფტემპორიკი” ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჩხუბში, ქართველები იღებდნენ მონაწილეობას, ჩხუბი ალბანელებს, ქართველებს, სომხებსა და ბერძნებს შორის დაიწყო. როგორც ცნობილია, დაღუპული ბერძენია. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი კომატოზურ მდგომარეობაშია.
“კვირა” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ინციდენტთან დაკავშირებით, საბერძნეთში საქართველოს საკონსულოში ამ დროისთვის ინფორმაცია არ შესულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები