ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელები თერთმეტჯერ შემცირდა
„როდესაც 11-ჯერ მცირდება სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ სისტემა ფუნდამენტურად შეიცვალა,“ – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ,,არჩევანში” გააკეთა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით სიტუაცია ფუნდამენტურად არის შეცვლილი.
„იყო 11-ჯერ მეტი საქმე 2012 წლამდე გაგზავნილი სტრასბურგის სასამართლოში და არის თერთმეტჯერადი შემცირება. ეს ხომ ნიშნავს, რომ სისტემა არის აბსოლუტურად თავდაყირა დაყენებული, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით,“ – ამბობს ირაკლი კობახიძე.