ირაკლი კობახიძე: ქართულ პოლიტიკაში 5 ექსპერტი გვყავს და მათი არცერთი პროგნოზი დღემდე არ გამართლებულა

,,არიან ადამიანები, ეგრეთ წოდებული ექსპერტები, რომლებიც ვერცერთ პროგნოზს ვერ არტყამენ, ვერც 2012 წლის შემდეგ და ვერც მანამდე და დღემდე ითვლებიან ექსპერტებად,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ,,არჩევანში” განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი ექსპერტების კომენტარებზე პასუხი, რომელთაც წლებია ვერანაირი ანგარიში ვერ გამოიცნეს, დროის ფლანგვაა.

,,ქართულ პოლიტიკაში გვყავს ხუთი ექსპერტი, რომლებსაც ამდენი წლის განმავლობაში ჰქვია ექსპერტი. თითოეული მათგანი არის ერთგვარი ვანგა ქართულ პლიტიკაში, რომელთა არცერთი პროგნოზი დღემდე არ გამართლებულა. წარმოიდგინეთ, ფეხბურთში ექსპერტი, რომლისთვისაც შეუძლებელია რომელიმე ანგარიშის გამოცნობა. როცა ვერცერთ ანგარიშს გაარტყამს ფეხბურთის ექსპერტი, ხომ აღარ დაუძახებთ მეხუთედ, მეექვსედ.. არიან ადამიანები ეგრეთ წოდებული ექსპერტები, რომლებიც ვერცერთ პროგნოზს ვერ არტყამენ, ვერც 2012 წლის შემდეგ და ვერც მანამდე და დღემდე ითვლებიან ექსპერტებად. ჩვენ კი რატომღაც გვიწევს მათ კომენტარებზე კომენტარების გაკეთება, რაც დროის ფლანგვაა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები