ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანია და ამდენი წლის განმავლობაში სიმყარეს ინარჩუნებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემა ,,არჩევანში” ,,ქართული ოცნების” გუნდის ერთიანობასა და სიმყარეზე საუბრობს.

მისი თქმით, ოპონენტები წლებია კრიზისზე საუბრობენ და ეს მხოლოდ სპეკულაციის ნაწილია.

„მახსოვს 2011 წლიდან ოპონენტების მხრიდან საუბარი არის კრიზისზე „ქართულ ოცნებაში“. ამის შემდეგ კი „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად მოიგო ექვსი სხვადასხვა არჩევნები. ეს მათ შორის არის იმის შედეგი, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი არის ერთიანი და ინარჩუნებს სიმყარეს ამდენი წლის განმავლობაში. ყველაფერი დანარჩენი კი არის სპეკულაციის ნაწილი და ამას აჩვენებს განვლილი წლები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები