თალაკვაძე: ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემასთან დაკავშირებით წინასწარი მოლაპარაკებები მიმდინარეობს

პირველ რიგში, ჩვენი მიზანი არის, რომ გადმოეცეს ცხედარი ჩვენს მხარეს, რათა ის ვერსია, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება ავრცელებს, გადამოწმდეს ექსპერტიზის მიერ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ, TV პირველთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

„მივესალმები საზოგადოებას, უპირველესად,  მინდა ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოვუცხადო ამ მძიმე ფაქტის გამო. გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთის რეგიონში. ამ მომენტისთვის რა ინფორმაციაც გვაქვს ხელთ, არის ის, რომ ის იყო სავარაუდოდ პატიმრობაში. დე ფაქტო ხელისუფლება გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ასახელებს თვითმკველობას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს კომუნიკაცია შესაძლებელი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მყისიერი და აქტიური ჩართვის შედეგად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით. წინასწარი მოლაპარაკებები და ,სავარაუდოდ, ეს მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება,  ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ეს ახალგაზრდა კაცი იყო დევნილი აფხაზეთიდან და კიდევ ერთხელ მინდა ოჯახსა და ახლობლებს მივუსამძიმრო მისი გარდაცვალების გამო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი მიზანი არის, რომ გადმოეცეს ცხედარი ჩვენს მხარეს, რათა ის ვერსია, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება ავრცელებს, გადამოწმდეს ექსპერტიზის მიერ, ექსპერტიზის შედეგების მიღებისთანავე უკვე შემდგომი ნაბიჯები, თუ რას გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება, გახდება ცნობილი“,- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები