ტერეზა მეიმ “ბრექსითთან” დაკავშირებული ცვლილებები შეათანხმა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ და ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერმა “ბრექსითის” დოკუმენტის ცვლილებები შეათანხმეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Reuters” ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელის, დევიდ ლიდინგტონის განცხადებით, ტერეზა მეის ხელისფულება პარლამენტს ორ ახალ დოკუმენტს წარუდგენს. დოკუმენტები დღეს გამოქვეყნდება.
ერთი საბუთით დადასტურდება, რომ ევროკავშირი არ მოიხმარს დაცვით მექანიზმს (ე.წ. ბექსთოპს) ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის ღია საზღვრის უზრუნველსაყოფად, რათა დიდი ბრიტანეთი ხაფანგში მიიმწყვდიოს. მეორე დოკუმენტი კი 2020 წლისთვის, სავაჭრო შეთანხმების მსგავსად, “ბექსთოპის” ალტერნატიული ვარიანტით ჩანაცვლებას უზრუნველყოფს.