გურჯაანის სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარე კირკიტაძის თავდებით გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული არ გაითვალისწინა.
როგორც ადვოკატი პროცესის დაწყებამდე განმარტავდა, არსებობს 15 ათასი პირის ხელმოწერა, რომლებიც მზად იყვნენ დავით კირკიტაძეს თავდებში ჩასდგომოდნენ, ასევე, თავდებობაზე თანახმა იყო პარლამენტის 27 დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალად ველისციხის ინციდენტის დროს სამართალდამცველზე თავდასხმა ედება.
გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან სამართალდამცველებიც არიან მობილიზებულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები