თეა წულუკიანი უთანხმოებაზე: როცა მექნება თეთრი თმა და დიდ კოსას გავიკეთებ, შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო

“როდესაც მექნება თეთრი თმა, გავიზრდი თმას და გავიკეთებ დიდ კოსას, თქვენ ისევ ახალგაზრდები იქნებით, შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო, მაგრამ ახლა არ ვთვლი საჭიროდ ამ თემაზე საუბარს, ანუ თემის დაკონკრეტებას“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც მასსა და გუნდის დანარჩენ წევრებს შორის არსებულ უთანხმოებას ეხებოდა.
წულუკიანი ამბობს, რომ ჯერჯერობით გადადგომას არ აპირებს, თუმცა მისი პოსტზე და გუნდში დარჩენა დამოკიდებულია გადაწყვეტილებაზე, რომელსაც პრემიერი მის ულტიმატუმთან დაკავშირებით მიიღებს, თუმცა, მინისტრმა მედიასთან კვლავ არ დააკონკრეტა საკითხი, რის გამოც ის თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს.
„მეშვიდე წელია დაიწყო, რაც მე ჩემს კოლეგა დავით სერგეენკოსთან ერთად ამ პოზიციაზე ვაგრძელებ მუშაობას და თქვენ მართალი ბრძანდებით, რომ კვარტალი ერთია და რამდენჯერმე ისმის მინიშნება იმაზე, რომ შეიძლება გადააყენონ, გაუშვან ან წავიდეს. მაგრამ ახლა არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს შეეფერება სიმართლეს, როდესაც მე გამიჩნდა თავად სურვილი, რომ თუ ეს საჭიროა, ადგილი დავუთმო სხვას. მაგრამ ამ თემაზე არ ვისაუბრებდი, ეს ამბავი გარეთ რომ არ გამოსულიყო, რაკი თქვენამდე მოვიდა, მედია გამოხატავს ინტერესს და როცა ეს სიმართლეა, მე თავი ვალდებულად ჩავთვალე გუშინ რომ გულწრფელად მეპასუხა. დანარჩენი წინა სპეკულაციები თუ მოთხოვნები იყო რეალობისგან ძალიან შორს. ამიტომ ჩემი მხრიდან კომენტარის ღირსად საჭიროდ არ ჩავთვალე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები