დატბორილი “Mercedes”-ის ქარხანა და 11 გარდაცვლილი – ბრაზილიაში წყალდიდობაა (ვიდეო)

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში წყლის მოვარდნის გამო, რომელიც ხანგრძლივმა წვიმამ გამოიწვია, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Reuters” ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხუთი ადამიანი წყალდიდობის დროს დაიხრჩო, კიდევ ექვსი, მცირეწლოვნის ჩათვლით – მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა.
ამ დროისთვის, ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია. ამასთან, Mercedes-Benz-ის ავტომობილების საწარმო დაიტბორა, წარმოება ნაწილობრივ შეჩერებულია.

 

https://www.youtube.com/watch?v=q54Qu4VCs5k&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები