ვენესუელას პარლამენტმა “ბლექაუთის” გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ვენესუელას პარლამენტმა, ქვეყნის დიდ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გამორთვის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “AFP” ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ გარკვეული დროის წინა ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტში, ხუან გუაიდო საკანონმდებლო ორგანოს 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ მოუწოდებდა.
გუაიდოს განცხადებით, ქვეყნის საგანგებო რეჟიმზე გადასვლა ელექტროენერგიის არ ქონის გამო, ადამიანთა გარდაცვალების სტატისტიკის ზრდას და მეწარმეთა მრავალმილიონიან ზარალს უკავშირდება.
მისივე თქმით, აღნიშნული ვენესუელას პრეზიდენტს რეჟიმთან საბრძოლველად ეკონომიკური და სამხედრო რესურსის გადანაწილების საშუალებას მისცემს.
შეგახსენებთ, რომ 7 მარტს კარაკასი და ვენესუელას სხვა დიდი შტატები ქვეყნის ყველაზე დიდ ჰესზე მომხდარი ავარიის გამო, ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ. ელექტროენერგიის ნაციონალურმა კორპორაციამ ინციდენტს დივერსია და ვენესუელასთან ენერგეტიკული ბრძოლა უწოდა, ხოლო მადურო მომხდართან ამერიკის კავშირს არ გამორიცხავს.