რუსეთის თვითმფრინავმა, ბორტზე ბომბის შესაძლო არსებობის გამო, ბაქოში საავარიო დაშვება განახორციელა

ავიაკომპანია “ურალის ავიალაინერის” თვითმფრინავმა, რომელიც ბაჰრეინიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა, ბაქოში საავარიო დაშვება განახორციელა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “1news.az” ავრცელებს.
საჰაერო ხომალდის კომანდორის ვარაუდით, ბორტზე, შესაძლოა, ბომბი იყოს. სულ თვითმფრინავში ეკიპაჟის ჩათვლით, 225 ადამიანი იმყოფებოდა. მთავარი პილოტის გადაწყვეტილებით, თვითმფრინავიდან მგზავრების საგანგებო ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები